9 მაისის აღლუმი

მედია: ილჰამ ალიევი 9 მაისს მოსკოვში პუტინის აღლუმზე არ ჩავა

Reuters

აზერბაიჯანული მედია APA-ს მოსკოვის განყოფილების ცნობით, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ "აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მონაწილეობას არ მიიღებს გამარჯვების აღლუმში, რომელიც მოსკოვში 9 მაისს გაიმართება".

მისი თქმით, პუტინის აღლუმზე არ ჩავლენ როგორც აზერბაიჯანის, ასევე ლაოსის ლიდერები.

მანამდე, 28 აპრილს, რუსულმა მედია РБК-მ გაავრცელა პუტინის აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების სია, რომელშიც, მათ შორის, ალიევიც ეწერა.

სიის მიხედვით, 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმს ასევე დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა, სერბეთის, ჩინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები, და სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი.

კომენტარები