აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან "დიდებული ზარი" ჰქონდა, რის ფარგლებშიც მხარეებმა მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ირანის ბირთვული მისწრაფებები და აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებაც.
ტრამპის თქმით, ფონ დერ ლაიენთან შეთანხმდა, რომ რეჟიმს, რომელიც საკუთარ მოსახლეობას კლავს, არ უნდა ჰქონდეს ბომბი, რომელსაც მილიონობით ადამიანის მოკვლა შეუძლია.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ტარიფების ნულამდე შემცირებისთვის ვადას 4 ივლისამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტრამპი ბლოკს ტარიფების გაზრდით კვლავ ემუქრება.
"მე მოთმინებით ველოდებოდი, რომ ევროკავშირი ჩვენ მიერ შეთანხმებული ისტორიული სავაჭრო შეთანხმების პირობებს შეასრულებდა... მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი, შეთანხმებისამებრ, ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა". – წერ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს ვადა აშშ-ს 250-ე წლისთავამდე, 4 ივლისამდე, მისცა: "წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათი ტარიფები დაუყოვნებლივ გაიზრდება ბევრად უფრო მაღალ დონემდე". – დაამატა მან.
ცნობისთვის, მაისის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან აშშ-ში შემავალ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდიდა, რადგან, მისი თქმით, EU აშშ-სთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებას არ ემორჩილებოდა.





