აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა

აშშ-მა ევროკავშირის დელეგაციის დიპლომატიური სტატუსი დააქვეითა

დონალდ ტრამპი
reuters

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში ევროკავშირის დელეგაციის დიპლომატიური სტატუსი დააქვეითა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა 2016 წლიდან წევრი ქვეყნის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მათი ამიერიდან კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი ექნებათ.

ევროკავშირის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ მათთვის სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურად არ უცნობებია და შესაბამისად მიზეზიც არ იციან.

გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკავშირებენ. როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას ტრამპი ევროკავშირს და მის წევრ ცალკეულ ქვეყნებს ხშირად აკრიტიკებს. გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადები გაზარდა.

კომენტარები