აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა

2021 წლიდან აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში ჩასასვლელად ვიზა დასჭირდებათ

2021 წლიდან აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში ვიზიტისთვის ვიზა დასჭირდებათ. 

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირში გაკეთდა. 

ვიზას სახელად "ევროპაში მოგზაურობის ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა" ერქმევა, იგივე ETIAS. 

შენგენის ზონა 26 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. მათ არ აქვთ შიდა საზღვრები და ადამიანებს საშუალებას აძლევს, ამ ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილდნენ. 

ამ ეტაპზე აშშ-ის მოქალაქეები ევროპაში წელიწადში 90 დღე მოგზაურობენ ვიზის გარეშე. 

"იმისთვის, რომ ETIAS მიიღონ, აშშ-ის მოქალაქეებს დასჭირდებათ მოქმედი პასპორტი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკრედიტო ან სადებეტო ბარათი", - აღნიშნავს ევროკავშირი.

აშშ-ის მოქალაქე არასრულწლოვნებს ევროპაში მოგზაურობა კვლავ უვიზოდ შეეძლებათ. 

ETIAS ვიზა 3-წლიანი იქნება და ამერიკელებს მისცემს საშუალებას, ევროპას იმდენჯერ ესტუმრონ, რამდენჯერაც მოესურვებათ. 

სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ევროკავშირი უსაფრთხოების დონის გაზრდას ასახელებს, არალეგალურ მიგრაციასა და ტერირიზმთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. 

ამ ეტაპზე აშშ-ს სამართლებრივი დავა აქვს ევროპარლამენტთან და ევროპულ კომისიასთან ბულგარეთის, ხორვატიის, პოლონეთის, რუმინეთის და კვირპოსის ვიზების საკითხზე. აშშ მხოლოდ ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვს ვიზას. 

2016 წელს ევროკომისიამ პირველი ანგარიში გამოუშვა, რომლითაც აშშ-ს მოუწოდა, მიენიჭებინა უვიზო სტატუსი ამ 5 ქვეყნისთვის, ვინაიდან ევროკავშირის დანარჩენი 23 ქვეყანა ისედაც სარგებლობდა ამ პოლიტიკით - ევროკავშირის კანონი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის თანაბარ მოპყრობას ითვალისწინებს. 

თუმცა, ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო, რომ ევროკომისია დაიცდიდა, სანამ პრეზიდენტი ტრამპი მიიღებდა ამ 5 ქვეყნისთვისაც უვიზო რეჟიმის მინიჭების გადაწყვეტილებას. 

2018 წლის ივნისში ევროპარლამენტმა საკითხს კენჭი უყარა და აშშ-ის მოქალაქეებისთვის ვიზის მინიჭება გადაწყვიტა. 

კომენტარები