რეჟიმის პატიმრები

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

გიორგი კუჭუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, 2024 წლის 12 მაისს დააკავეს.

კუჭუაშვილს ბრალად წარდგენილი ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმის, 353 პრიმა მუხლი, რის გამოც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მას ბრალი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლად გადაუკვალიფიცირა (სსკ-ის 353-ე მუხლი) და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები