ჩრდილოეთ კორეა-სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კონსტიტუციიდან სამხრეთ კორეასთან გაერთიანებაზე ყველა ჩანაწერი ამოიღო

ჩრდილოეთ კორეამ თავისი კონსტიტუციიდან სამხრეთ კორეასთან გაერთიანებაზე ყველა მითითება ამოიღო. ცვლილების შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ გაავრცლეა.

ეს ცვლილება მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის ჩამოყალიბებიდან, 1948 წლიდან, მოქმედი პოლიტიკიდან. აქამდე ქვეყნის კონსტიტუცია ფხენიანს ავალდებულებდა სამხრეთ კორეასთან საბოლოო გაერთიანებისკენ ნაბიჯები გადაედგა.

განახლებული კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანამ მარტში მიიღო, ასევე შეიცავს ახალ პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიას. დოკუმენტში ნათქვამოა, რომ ჩრდილოეთ კორეა მოიცავს ტერიტორიას, რომელიც ჩრდილოეთით ჩინეთსა და რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით "კორეის რესპუბლიკას", რაც სამხრეთ კორეის ოფიციალური სახელწოდებაა.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს, რომ ლიდერი კიმ ჩენ ინი, როგორც სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, განისაზღვრება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურად. ადრე გამოყენებული ფორმულირება თავმჯდომარის პოსტს სხვაგვარად აღწერდა - როგორც ქვეყნის უზენაეს ლიდერს, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს.

ასევე დამატებულია, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ძალებზე სარდლობა ეკუთვნის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, რითაც ფორმალურად განისაზღვრა კიმის უფლებამოსილება ქვეყნის ბირთვულ ძალებზე და ჩრდილოეთ კორეა აღწერილია, როგორც "პასუხისმგებელი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო".

კომენტარები