ჩრდილოეთ კორეა-სამხრეთ კორეა

სეული ეჭვობს, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ლაზერულ იარაღზე მონაცემები მოიპარეს – Reuters

REUTERS/Pawel Kopczynski/File Photo

Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში იძიებენ მოიპარა თუ არა ანდარიელის სახელით ცნობილმა ჩრდილოეთ კორეულმა ჰაკერულმა ჯგუფმა ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის ტექნოლოგიების, მათ შორის, საზენიტო ლაზერების შესახებ.

სააგენტოს ქალაქ სეულის პოლიციის ხელმძღვანელმა, ჯონგ ჯინ-ჰომ უთხრა, რომ გამოძიება, რომელიც აშშ-ს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან (FBI) ერთად მიმდინარეობს, ცდილობს დაადგინოს, რა მასშტაბის ინფორმაციის მოპოვება შეძლეს ანდარიელის ჰაკერებმა.

მიმდინარე კვირაში სამხრეთკორეულმა მედიამაც გაავრცელა ცნობა, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელმაც ინფორმაციის მოპოვება 14 დაწესებულებიდან შეძლო, სამხრეთ კორეის თავდაცვის მთავარი საიდუმლოებებიც ჩაიგდო ხელში.

სამხრეთ კორეის პოლიციის თქმით, ანდარიელის მიერ განხორციელებული თავდასხმა სწორედ თავდაცვის ფირმების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჰაკერებმა დაახლოებით 1.2 ტერაბაიტი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 2019 წელს ანდარიელი უცხოურ ბიზნესებზე, სამთავრობო უწყებებსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე თავდასხმის გამო ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფების სიაში შეიყვანა.

კომენტარები