ჩრდილოეთ კორეა-სამხრეთ კორეა

REUTERS: ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში შენიშნეს

CNN

ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის სამხედრო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

სამხრეთ კორეის მხარის ინფორმაციით, საჰაერო ბუშტი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათ მიიღეს საპასუხო ზომები, თუმცა ამ დრომდე დეტალები დაუზუსტებელია. 

საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ბუშტმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა, ხოლო ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეს იყო მეტეოროლოგიური ბუშტი და არ ჰქონია სადაზვერვო მიზანი. 

აღანიშნავია, რომ აქამდე ჩინური სათვალთვალო ბუშტი აშშ-ს დასავლეთ შტატის, მონტანას საჰაერო სივრცეში შენიშნეს. ამერიკელებმა აშშ-ს თავზე ჩინური სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს. ინფორმაცია Twitter-ზე, War Monitor-ის გვერდზე ვრცელდება. 

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი.

კომენტარები