შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის, ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.
ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რაც პრეზიდენტს გავუზიარე.
საქართველო-უკრაინა
კობახიძე ზელენსკიზე: იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი





