მაგალითად რომ ავიღოთ პარკირების ჯარიმა, მილიონი თუ არის წელიწადში და ჩვენც დაახლოებით ეს მონაცემები გვქონდა, წელიწადში ერთ სულზე გამოდის 25 თეთრი და მარტო ეს რომ იყოს პრობლემა. ყველა კონკრეტული საკითხი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მთლიანობაში, როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას, ყველა საკითხს უნდა ჩავხედოთ. მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ, უბრალოდ ასეთი ტიპი საკითხები ნაკლებად არსებითია გავლენის კუთხით ფასწარმოქმნაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ამ 86%-ში 1%-იც ვერ იქნება ასეთი ფაქტორების წვლილი, თუმცა მაინც განსახილველია ნებისმიერი ასეთი საკითხი.
ფასების შემსწავლელი კომისია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
tbl.ge/7hr4
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში, სურსათის ფასებზე საუბრისას.
ფასების შემსწავლელი კომისიამაღალი ფასებისურსათის მაღალი ფასებიირაკლი კობახიძესურსათის ფასებიჯარიმებირეგულაციები
ამავე თემაზე
- ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია - ბერეკაშვილი
- კობახიძე: ფასები ჩვენთან ნომინალურად უფრო იაფია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში
- ნიკორა: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე
- დეილი ჯგუფი: მინიმალური სავაჭრო მარჟით შევქმნით პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას
- რითეილ ასოციაცია: კომპანიებმა დაიწყეს "საოჯახო კალათის" პროდუქტების იდენტიფიცირება




