ირანის რეჟიმი

ირანმა ორი პირი ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა

იაღუბ კარიმპური და ნასერ ბაქარზადე

ირანმა ორი პირი ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. მათ შორის ერთ-ერთს ნათანზის ბირთვული ობიექტის მიმდებარედ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში სდებდნენ ბრალს.

ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ იაღუბ კარიმპური და ნასერ ბაქარზადე ისრაელთან და მის სადაზვერვო სამსახურ მოსადთან თანამშრომლობაში მხილების შემდეგ ჩამოახრჩვეს.

განცხადების მიხედვით, კარიმპური მოსადის ოფიცერს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფომრაციას გადასცემდა, ხოლო ბაქარზადეს ირანის რეჟიმი სამთავრობო და რელიგიური ფიგურების, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ სადაზვერვო დეტალების შეგროვებას ედავებოდა

კომენტარები