საქართველო-აშშ

პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ. მთავარი არის ერთი რამ, მას შემდეგ რაც შედგა საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის, ამ საუბარში მთავარი რამ გამოითქვა და მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ არის ორივე მხრიდან სურვილი, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს.

ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი ჩვენთვის, როდის შეგვიძლია ვთქვათ - კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მთავარი კრიტერიუმია ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. [...]

ვნახოთ, მთავარია, რომ მოწადინება არის, ჩვენი მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ის რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არის ამ მიუღებელ დონეზე, ამაში სრულად არის წინა ადმინისტრაციის ბრალეულობა, საქართველოს აქ თავისი წილი არ მიუძღვის. [...]

ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამას ყველაფერს შევხედავთ. კიდევ ერთხელ, მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე დასმული შეკითხვის პასუხად. 

კომენტარები