იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 29 აპრილს იაპონიასთან დაკავშირებულმა ხომალდმა, რომელიც სპარსეთის ყურეში იყო შეჩერებული, ჰორმუზის სრუტე მშვიდობიანად გაიარა და სპარსეთის ყურე დატოვა. ეს ხომალდი, რომლის ბორტზეც სამი იაპონელია, ამჟამად იაპონიისკენ მიემართება.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ იაპონიის მთავრობა ამ ფაქტს დადებით მოვლენად მიიჩნევს.
"იაპონია არაერთხელ მოუწოდებდა ირანს, მათ შორის უმაღლესი დონის შეხვედრებსა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში ყველა ქვეყნის, მათ შორის იაპონიის, ხომალდებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო ნავიგაციის სწრაფად უზრუნველყოფა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





