პატრიარქის არჩევნები

შეიძლება რომელიმე მღვდელმთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია - მეუფე საბა ინწკირველი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას აქვს აზრი, ვინაიდან ყველაფერი ამით არ სრულდება და შეიძლება რომელიმე მღვდელმთავარმა შეიცვალოს პოზიცია.

"მეუფე შიომ დღევანდელი დღის მონაცემებით, ოცი ხმა მიიღო, წარსდგება უპირობოდ, საპატრიარქო კანდიდატად, თუმცაღა არც ის იქნება სწორი, რომ აღარ გვჭირდება გაფართოებული კრება და რაღა საჭიროა. არამედ, გაფართოებული კრება 17 მაისამდე, ჯერ არ ვიცით დღე, ეს არის მოსაყდრის პრეროგატივა რომ მან დანიშნოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 17 მაისამდე ჩატარდება გაფართოებული კრება, სადაც მოხდება კენჭისყრა და საქართველოს ეკლესიას ეყოლება 142-ე პატრიარქი.

(…) შესაძლებელია შეიცვალოს, სრული მხარდაჭერა როცა ვამბობთ მართვა გამგეობის დებულებით არის 51% ხმების, თუკი მიიღებს საპატრიარქო კანდიდატი ის უკვე ხდება საქართველოს პატრიარქი.

50% +1 უკვე აქვს მეუფე შიოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ შეიძლება ესე თქმა, რომ აღარ აქვს აზრი გაფართოებული კრების ჩატარებას იმიტომ, რომ მანამდე არის დრო და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვაფასებთ იმ მოცემულებას ვინ არიან ახლა კანდიდატები, შეიძლება რომელიმე მღდემთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა." - ამბობს ეპისკოპოსი საბა ინწკირველი. 

დღეს, სინოდმა გამოირჩია სამი საპატრიარქო კანდიდატი. მოსაყდრე შიომ მოახერხა ხმათა ნახევარზე მეტის - 20 ხმის მოგროვება, რაც გაფართოებულ კრებაზე გამარჯვებისთვის არის საჭირო.

ხოლო, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი 7 ხმით, მიტროპოლიტი გრიგოლ ასევე 7 ხმით

კომენტარები