გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, რის ფარგლებშიც, ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, რის ფარგლებშიც ლიდერებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.
აშშ-ში ჩარლზ III-ის ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის უთანხმოებების ფონზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მეფე ჩარლზი აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს, სადაც, Reuters-ის ცნობით, ის გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის ერთიანობასა და საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. გამოსვლა ასევე შეეხება NATO-ს, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს.
გამოცემის მიხედვით, სიტყვით გამოსვლისას ჩარლზ III აღნიშნავს, რომ განსხვავებების მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო და აშშ ყოველთვის ახერხებდნენ საერთოს პოვნას. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მონარქი კონგრესის წინაშე ამერიკასთან პარტნიორობას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ალიანსად შეაფასებს.





