აშშ-გაერთიანებული სამეფო

ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერი: მადუროს დაკავება მორალურად სწორი იყო

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი, კემი ბადენოკი
Jaimi Joy/Bloomberg

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორების ლიდერმა კემი ბადენოკმა თქვა, რომ ვენესუელა "ბანდიტურ სახელმწიფოდ" იყო ქცეული და აშშ-სთვის მორალურად სწორი იყო იქ ჯარების გაგზავნა და ნიკოლას მადუროს დაკავება.

"პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად აღნიშნა, რომ ვენესუელა რეგიონისთვის დესტაბილიზაციის წყაროა - ნარკოტრეფიკინგი, ადამიანებით ვაჭრობა, ტერორისტების შეფარება". - თქვა მან Today-ის პროგრამასთან ინტერვიუში.

"ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ ჩამოვსხდეთ და ყოველთვის ვთქვათ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ". - აღნიშნა ბადენოკმა.

"ვისურვებდი, სხვა გზა არსებულიყო, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ მიხარია, მადურო აღარ არის". - დაამატა მან.

კომენტარები