აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ტექნოლოგიური კეთილდღეობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების "განსაკუთრებული ურთიერთობა" კიდევ უფრო გაღრმავდა.
ლიდერების თქმით, 250 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების შეთანხმებებმა ორ ქვეყანას შორის კავშირი "ურღვევად" აქცია.
შეხვედრის დასაწყისში ორივე ქვეყნის ლიდერებმა აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წამყვან ბიზნესმენებს უმასპინძლეს. საუბარი ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სფეროებში ინვესტიციებს შეეხო.
სტარმერის საზაფხულო რეზიდენციაში, ჩეკერსში, ტრამპმა და სტარმერმა 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ამერიკული ინვესტიციის პაკეტის წარდგენა იზეიმეს. ოფიციალური პირების თქმით, ეს უფრო ფართო, 250 მილიარდი გირვანქა სტერლინგის პაკეტის ნაწილია, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება.
ეს ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღე იყო. აშშ-ს პრეზიდენტმა წინა დღეს, 17 სექტემბერს, მონაწილეობა მიიღო საზეიმო ცერემონიებში, მათ შორის, უინძორების სასახლეში მეფე ჩარლზთან გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე.





