თბილისის სააპელაციო სასამართლომ რეჟიმის პატიმრის, 19 წლის საბა ჯიქიასთვის შეფარდებული 4.5-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პოკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურის ვერსიის თანახმად, საბა ჯიქიამ 2025 წლის 30 ნოემბერს, აქციაზე, გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.





