კრიმინალი

"თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა" - შსს-მ 1 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა  - უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ  ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა. 

მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა" - წერს უწყება. 

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები