აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის 16 აპრილს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამატებით 3-კვირიანი ვადით გაგრძელდება.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მხარეების ელჩებსა და აშშ-ს წარმომადგენლების შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ დავეხმარებით ლიბანს თავი დაიცვას ჰეზბოლასგან" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.





