კრიმინალი

მეგობარ ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და მოკვლით დაემუქრა - შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს - 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს." - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები