აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ბრიტანეთის საზღვაო სააგენტო: ირანის IRGC-ის გემებმა ომანთან ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC)

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განაცხადა, რომ "ორმა სწრაფმავალმა კატერმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან (IRGC) არის დაკავშირებული" გაუხსნა ცეცხლი ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტანკერს.

ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა კატერებმა ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნეს, ნათქვამია UKMTO-ს საინფორმაციო შეტყობინებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ხომალდი და მისი ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან.

კომენტარები