რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუმინეთის თავდაცვის ცნობით, რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონი

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საზღვართან ორი ობიექტი დააფიქსირეს. ერთ-ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, თუმცა მასთან კავშირი დაუსახლებელი ტერიტორიის მიმდებრად დაიკარგა.

განცხადების მიხედვით, რუმინელი სამხედროები სამძებრო ოპერაციას ჩაატარებენ.

 

კომენტარები