ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე: ჩვენი მიზანია მშვიდობის პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზე

"ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა. ჩვენს პრიორიტეტს ამ დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს, ასევე, ჩვენი მიზანია მშვიდობის უზრუნველყოფა არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზეც. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თურქეთთან.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიური ფორუმზე, პანელარულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას [რუსთავი 2-ის თარგმანი].

კომენტარები