აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-ს ძალები დღეს ირანის პორტების ბლოკადას დაიწყებენ – CENTCOM

აშშ-ს ავიამზიდი USS George H.W. Bush
აშშ-ს საზღვაო ძალები

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალები 13 აპრილს, ვაშინგტონის დროით 10:00 საათზე, ირანის პორტებში შემავალი და მათგან გამომავალი საზღვაო მოძრაობის სრული ბლოკადას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაცაის თავად CENTCOM ავრცელებს.

"ბლოკადა მიუკერძოებლად გავრცელდება ყველა ქვეყნის გემებზე, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შედიან ან მათ ტოვებენ, მათ შორის სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში მდებარე ყველა ირანულ პორტზე. CENTCOM-ის ძალები არ შეუშლიან ხელს ნავიგაციის თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს კვეთენ არაირანულ პორტებში შესასვლელად ან მათგან გამოსასვლელად" - წერია გნაცხადებაში.

CENTCOM-ის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია კომერციულ მეზღვაურებს ბლოკადის დაწყებამდე ოფიციალური შეტყობინების სახით მიეწოდებათ.

კომენტარები