ომი ახლო აღმოსავლეთში

ტრამპი: 7 აპრილს ირანში ელექტროსადგურების და ხიდების დღე იქნება - გახსენით სრუტე

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.
Nathan Howard/Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 აპრილს ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება.

"სამშაბათს ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება, ყველაფრის ერთად. ამის მსგავსი არაფერი იქნება. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ, უბრალოდ უყურეთ. დიდება ალაჰს". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

4 აპრილს დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანს 48 საათი დარჩა საიმისოდ, რომ აშშ-სთან შეთანხმება დადოს ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ "ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს".

იქამდე, 3 აპრილს ტრამპი შეთანხმების არ დადების შემთხვევაში ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც მან "ირანის უდიდესი ხიდი ჩამონგრევის" შესახებ სოციალურ მედიაში პოსტი გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ტრამპმა თქვა, რომ ის ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 6 აპრილის საღამომდე აჩერებს. ის წერდა, რომ ირანთან მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" მიმდინარეობს.

ტრამპმა 23 მარტს განაცხადა, რომ ირანთან "კარგი საუბრების" გამო ენერგოობიექტებზე იერიშებს 5 დღით, 28 მარტამდე შეწყვეტდა. დღეს კი მან ეს ვადა 6 აპრილამდე გაახანგრძლივა.

მანამდე, 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:

თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა

კომენტარები