დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას პროცესი გაიმართა. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კუპრავას წინააღმდეგ "გზის გადაკეტვის" საქმე შეწყვიტა.
ცნობისთვის, 23 მარტს გამართული პროცესი მოსამართლემ გადადო, რადგან შსს-მ "დამატებითი მასალებისთვის" დრო ითხოვა.
სხდომაზე ვიდეომასალის ნახვის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩანს მედიის სამკლაურიც და ე.წ ბეიჯიც. მან ჰკითხა შსს-ს წარმომადგენლებს, შენიშნეს თუ არა ეს და მიუხედავად ამისა, მაინც ჩათვალეს თუ არა კუპრავა აქციის მონაწილედ.
შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ "ალბათ არ მომხდარა იდენტიფიცირება" და სრული ჩანაწერის მიტანის მიზნით პროცესის გადადება ითხოვა. მისი თქმით, "დამატებითი მასალებისთვის" რამდენიმე დღე სჭირდებათ.
მარიამ კუპრავას 7 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავებოდა.
7 თებერვალს კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას - შაბათის მარშს.
"მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს" - წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.





