ტაბულას ჟურნალისტის საქმე

ტაბულას ჟურნალისტს შსს "გზის გადაკეტვას" ედავება, კუპრავა 7 თებერვალს აქციას აშუქებდა

ტაბულას ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას 7 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება.

7 თებერვალს მარიამ კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას - შაბათის მარშს.

"მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს" - წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.

რეჟიმის მიერ გასული წლის ოქტომბერში მიღებული კანონმდებლობით, "გზის ხელოვნურად გადაკეტვა" 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი - სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები