საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 22.9%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 15.4%-ით შემცირდა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - 6.9%-ითაა შემცირებული.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



