საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ია.

უწყების ცნობით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: : ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 6.7%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 9.7%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - 8.8%-ით.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



