საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ია.

უწყების ცნობით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 13.7%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 12.4%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - 12.8%-ით.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



