ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, პოლიციელი ქალი გარდაიცვალა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც ადგილობრივი მედია მთავარი ამბები კახეთიდან წერს, "სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა."





