აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანი ჰორმუზის სრუტის შესახებ ტრამპის ულტიმატუმის საპასუხო მუქარას ავრცელებს

REUTERS/Benoit Tessier

ირანი ჰორმუზის სრუტის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონლად ტრამპის ულტიმატუმოს საპასუხო მუქარას ავრცელებს.

"თუ მტერი ირანის საწვავისა და ენერგეტიკული სექტორის ინფრასტრუქტურას შეუტევს, რეგიონში მდებარე აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ყველა ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ზღვის წყლის გამტკნარების ინფრასტრუქტურა ჩვენი სამიზნე გახდება" - აცხადებს ირანის სამხედრო ოპერატიული სარდლობა განცხადებაში, რომელიც ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის სრულიად გასახსნელად 48-საათიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი ირანს ელექტროსადგურების დაბომბვით დაემუქრა.

კომენტარები