პატრიარქის გარდაცვალება

21-22 მარტს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ივანიშვილის მთავრობის განცხადებით, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით, შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან ერთად, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით". - ნათქვამია განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი პატრიარქმა ახლობლებს დაუტოვა. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები