თვითმკვლელობამდე მიყვანა

გლდანში ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქალი ინდოეთის მოქალაქეა და მასთან ერთად მცხოვრები ორი პირი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები