ქართული ოცნების პოლიტიკა

რა დაგიჯდებათ 6+ წლოვანების მანქანის შემოყვანა კობახიძის გადაწყვეტილებით

flickr.com

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას გააუქმებენ. თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი და ის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. აქამდე, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო, შემდეგ 10-30 თეთრით იზრდებოდა წლების მიხედვით, მაქსიმალურ 2.4 ლარამდე. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.

კობახიძის დაანონსებული ცვლილებით, 6+ წლოვანების მანქანების შემოსაყვანად აქციზის გადასახადი 200-500%-ით ძვირდება. 

ფასი დამოკიდებულია ძრავის სიდიდეზე. მაგალითად, 1.5-ძრავიანი მანქანის შემოყვანა 6 750 ლარი დაგიჯდებათ (1500 X 4.5), 2.0-იანის  9 000 ლარი, ხოლო 3.0-იანის (მაგალითად, ჯიპი) - 13 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ექვს წლამდე მანქანების შემოყვანა 1 კუბურ სანტიმეტრზე 1-1.5 ლარი ჯდება.

12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას ოცნების განაყოფი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "უნდა გადაიხედოს".

საგადასახადო კოდექსის მოქმედი ვარიანტი

 

კომენტარები