აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

მაინც ვანადგურებთ – ლივიტი რუსეთის მიერ ირანისთვის სადაზვერვო დახმარების ცნობებზე

მოხდა ეს თუ არა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები აბსოლუტურად ანადგურებენ ირანის მავნე ტერორისტულ რეჟიმს.

ახლა ოპერაცია 'ეპიკური რისხვის' მეექვსე დღეა. შეერთებული შტატების სამხედროებმა ირანის ცაში პირველობა და საჰაერო უპირატესობა შთამბეჭდავად დაამყარეს. ჩვენ ჩავძირეთ და გავანადგურეთ მათი საზღვაო ძალების 30-ზე მეტი ხომალდი და რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის მიზნები ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული - ირანის საზღვაო ძალების სრული განადგურება, რასაც ჩვენ უკვე წარმატებით ვაკეთებთ. მათი საზღვაო ძალები ახლა უკვე ბრძოლისთვის უუნაროდ ითვლება.

მეორე მიზანია მათი ბალისტიკური სარაკეტო არსენალის შესაძლებლობების განადგურება, რასაც ასევე აქტიურად ვეწევით. ფაქტობრივად, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ირანის საპასუხო ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ რეგიონში 90%-ით შემცირდა.

და, რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის მთავარი მისიაა უზრუნველვყოთ, რომ ირანს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო რეალური და გარდაუვალი საფრთხე, რომლითაც ირანი შეერთებული შტატებსა და რეგიონში ჩვენი პერსონალს ემუქრებოდა. პრეზიდენტი ტრამპი და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ყოველდღიურად არიან ორიენტირებულნი ამ საფრთხის აღმოფხვრაზე.

თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე იერიშებისთვის რუსეთი ირანს დახმარებას უწევს და დასამიზნებელ მონაცემებს უზიარებს.

კომენტარები