სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

პაპუაშვილმა იმედისა და POSTV-ის დასანქცირება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული იმედისა და POSTV-ის დასანქცირება 105 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციას შეადარა და დასძინა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რადგან უნდოდა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა შეეჩერებინა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა "თავისუფალ მედიას", რათა შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა.

"105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105-ე წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას.

მე მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც.

ეს არის მთავარი საკითხი, აღარ ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც მათ ჰქონდათ ამ განმარტებაში, აბსოლუტური სისულელე, როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო, დიახაც კორუმპირებული კიარა ზეკორუმპირებულია არის, ნახეთ მე მგონი, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული.

რაც შეეხება მიზეზებს, აბსოლუტურად არ ანაღვლებს ბრიტანეთს დეზინფორმაცია.
გეტყვით რატომ, ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, ფორმულას პატრონი და ხაზარაძე ტვ პირველის პატრონი და დამფინანსებელი, ორი ყველაზე პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მფლობელები უზის თავისთან.

მეორე, სულ ახლახანს აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდის, თუ დეზინფორმაციის, პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა, პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა დაეფინანსებინა და ვერ შეძლო. დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული ტაბულა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, დაივიწყეთ არანაირი ღირებულებები არ არსებობს, დაგვანახა უკვე თანამედროვე სამყარომ.

ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების ის სახე, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან, 12 000 კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის." - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. 

კომენტარები