თეირანში სტუდენტები მესამე დღეა პროტესტს აგრძელებენ.
თავად ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, თეირანის უნივერსიტეტსა და ალ-ზაჰრას ქალთა უნივერსიტეტში დემონსტრანტი სტუდენტები რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდნენ. პროტესტი გაიმართა ამირა ქაბირის უნივერსიტეტშიც. სამივე უნივერსიტეტი ირანის დედაქალაქში მდებარეობს.
დაუთარიღებელ ვიდეოში ალ-ზაჰრას სტუდენტები იძახდნენ: "ჩვენ დავიბრუნებთ ირანს".





