4 ოქტომბრის საქმე

ბრალდების მხარე მთავაზობს საპროცესოს, უარს ვამბობ შეთანხმებაზე - კოკაია

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, კონსტანტინე კოკაია წერს, რომ მას ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, თუმცა, უარს ამბობს შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს იმის დაბრალებას, რაც არ ჩაუდენია.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მთავაზობს საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით, ერთი წელი ციხე, ერთი წელი პირობითი.

არ ჩამიდენია არანაირი დანაშაული, თავს არ ვთვლი დამნაშავედ, დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი სასამართლო გამამართლებს. რაიმე სახის კანონი არ დამირღვევია და ჩემი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ვთვლი, რომ ვარ პოლიტპატიმარი, რეჟიმის პირდაპირი დაკვეთაა ჩემი პატიმრობაში ყოფნა, დანაშაული არ ჩამიდენია და მთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას, მაშინ როდესაც არაფერი დამიშავებია.

ვარ 75 წლის 5 შუნტით და ოთხი სტენდით. მაქვს უმძიმესი ქრონიკული გულსისხლძარაღვთა დაავადება და არც სასამართლო და არც პროკურატურა არც ერთჯერზე არ დაინტერესებულან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ პირობებში მამყოფებენ ციხეში.

ჩემი პოზიცია, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უცვლელია. დაკავების დღიდან დღემდე უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე და არ ვაპირებ იმის დაბრალებას, რაც არ ჩამიდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს პირობებში ვერ ვიპოვი საკუთარ სიმართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ჩემს ოჯახთან და ქვეყანასთან. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი." - წერს კოკაია წერილში, რომელსაც TV პირველი ავრეცელებს. 

კომენტარები