რეალურად, ბაზა არის გადასახედი. არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.
ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708 000-დან დაახლოებით 8%.
ეს არის პირველადი ანალიზი. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც არსებითად არ მომხდარა 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



