კომუნიკაციების კომისია

ComCom-ის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა საქართველოში ბელარუსის ელჩს შეხვდა

გოგა გულორდავა და ბელარუსის ელჩი საქართველოში
კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

კომისიის ცნობით, გაცნობითი სახის შეხვედრაზე ელჩმა გოგა გულორდავას კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ ტელეკომ სექტორსა და მედიაში არსებული გარემოს შესახებ ისაუბრეს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სტუმრებს კომისიის საქმიანობისა და რეგულირების სფეროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ". - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

ცნობისთვის, გიგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით, 29 იანვარს აირჩიეს.

იგი ვანიშვილის პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 2025 წლის 9 დეკემებერს აირჩიეს. შესაბამისი დადგენილება 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდა.

კომენტარები