კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის წევრად ოცნების ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ივანიშვილის პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, გოგა გულორდავას არჩევას 77 ხმით მხარი დაუჭირა. 

გულორდავა ComCom-ს წევრად 6 წლის ვადით აირჩიეს. ის პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი 2016-2020 წლებში იყო. 

გულორდავას გარდა, კომუნიკაციების კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კიდევ 2 კანდიდატი იყო წარმოდგენილი: ვლადიმერ ტატიშვილი და ილია მიქელაიშვილი. კენჭისყრის დროს, ყველაზე მეტი ხმა გოგა გულორდავამ მიიღო და ამიტომ, ComCom-ის წევრად სწორედ ის აირჩიეს.

კომენტარები