ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიოს ლიდერების შეკრების პარალელურად, ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციას დაახლოებით 250 000 დემონსტრანტი შეუერთდა.
მომიტინგეები ირანის რეჟიმის მიერ იანვარში ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა გააპროტესტეს და დასავლურ ქვეყნებს ირანელი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდეს.
"ცვლილება, ცვლილება, რეჟიმის ცვლილება" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. აქციის მონაწილეები ასევე ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრისა და ოპოზიციურ ფიგურის, პრინც რეზა ფეჰლევის სახელს სკანდირებდნენ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ლომისა და მზის ემბლემიანი დროშები, რომელიც ირანში 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე გამოიყენებოდა.
დემონსტრაცია გაიმართა იმ დროს, როდესაც ფეჰლევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანელი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდა.
ფაჰლევიმ მიუნხენში გამართული მასშტაბური და ხმაურიანი დემონსტრაცია "გლობალური მოქმედების დღედ" აღწერა. ფეჰლევიმ საპროტესტო გამოსვლებისკენ ლოს-ანჯერელსსა და ტორონტოში მცხოვრებ ირანელებსაც მოუწოდა.





