ფასების შემსწავლელი კომისია

ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრები ცნობილია

ივანიშვილის პარლამენტმა სურსათზე, წამლებსა და საწვავზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დაამტკიცა. კომისიაში კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები იქნებიან:

ქართული ოცნება

  • ნინო წილოსანი
  • მაია ბითაძე
  • შოთა ბერეკაშვილი
  • პაატა კვიჟინაძე
  • ვახტანგ თურნავა
  • ზაზა ლომინაძე
  • გელა სამხარაული

გახარია-საქართველოსთვის

  • გიორგი შარაშიძე
  • შალვა კერესელიძე
  • ქეთევან ბაკარაძე

ხალხის ძალა:

  • გურამ მაჭარაშვილი
  • დიმიტრი ხუნდაძე
  • ეკა სეფაშვილი

ევროპელი სოციალისტები:

  • ილია ინჯია

კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება, მისი მოადგილე კი - ეკა სეფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები