Telegram-არხების ცნობით, რუსეთის სასამართლომ ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Queen-ის ფოტო LGBT პროპაგანდად ცნო, რის შედეგადაც მოქალაქე სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოს გაზიარებისთვის დაჯარიმდა.
გავრცელებული ინფორმაცია ეხება ფოტოს, რომელიც გადაღებულია ჯგუფის ცნობილი სიმღერის, "I Want to Break Free-ის" კლიპის გადაღების დროს.
მოსკოვში მცხოვრებმა დავიდ გევინდიანმა აღნიშნული ფოტო ВКонтакте-ზე გამოაქვეყნა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოტო "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" პოპულარიზაციას ახდენდა და მისი გაზიარება "ოჯახური ღირებულებების" დარღვევად შეფასდა.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
