აშშ-გრენლანდია

რუტე: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩინელები და რუსები არ მიიღებენ წვდომას გრენლადიის ეკონომიკაზე

NATO-ს გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული საუბრის შესახებ, რომელიც არქტიკის რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩოს ეხება განაცხადა, რომ NATO-ს მიზანია გრენლადია და არქტიკის რეგიონი რუსეთისა და ჩინეთისგან დაიცვას.

ცნობისთვის გუშინ, 21 იანვარს ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც გრენლანდიასა და ფაქტობრივად მთელ არქტიკის რეგიონს ეხება.

რუტემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა "ძალიან კარგი დისკუსია" ტრამპთან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს ერთობლივად იმუშაონ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის არა მხოლოდ გრენლანდიაში, არამედ NATO-ს შვიდ ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ მიწა არქტიკაში.

"როცა საქმე გრენლანდიას ეხება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ჩინელებმა და რუსებმა არ მიიღონ წვდომა გრენლანდიის ეკონომიკაზე, ან სამხედრო გზით გრენლანდიაზე" - განაცხადა რუტემ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

კომენტარები