აშშ-გრენლანდია

ტრამპმა გრენლანდიაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, დანიამ აშშ-ს ელჩი გამოიძახა

ტრამპი ლუიზიანას გუბერნატორ ლენდრისთან ერთად
 Photo: Win McNamee/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლი დანიშნა, რამაც დანიასთან ახალი დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელია და რომ ვაშინგტონს მისი კონტროლი სჭირდება.

გრენლანდიის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის შტატის გუბერნატორი ჯეფ ლენდრი დაინიშნა, რომელსაც პრეზიდენტის თქმით, კუნძულთან დაკავშირებული პროცესების მართვა დაევალება.

გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა კოპენჰაგენში. დანიის მთავრობამ აშშ-ს ელჩი განმარტების მისაღებად გამოიძახა, ხოლო გრენლანდიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ კუნძულის მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა განსაზღვრონ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა ტრამპის გადაწყვეტილებას "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა და ვაშინგტონს დანიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი წარსულშიც ღიად უჭერდა მხარს გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში ყოფნის იდეას. იანვარში მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის შეერთება "სასარგებლო იქნება როგორც კუნძულისათვის, ისე შეერთებული შტატებისთვის". ლენდრის თქმით, ახალი როლი მის გუბერნატორულ საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

 

კომენტარები