სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვების ობიექტ ააკაშის საკვებში გამოავლინეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა. ინდური სამზარეულო დააჯარიმეს და დროებით შეუჩერეს საწარმოო პროცესი.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში - ი.მ. ააკაშის საკვები (მის: თბილისი, ნუცუბიძის N31).
ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი დარღვევებისათვის, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა." - ნათქვამია განცხადებაში.





