ტრამპი-გრენლანდია

ტრამპმა გრენლანდიაში ძალის გამოყენების შესაძლებლობა გამორიცხა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმზე

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში გამართულ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაში გრენლანდიის სამხედრო ძალით ხელში ჩაგდების შესაძლებლობა გამორიცხა.

"ალბათ ვერაფერს მივიღებთ, თუ არ გადავწყვეტ მტკიცე ძალის გამოყენებას და ძალადობას, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, შეუჩერებელი იქნებოდა, მაგრამ ამას არ ვიზამ. [...]ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რაც გავაკეთე, რადგან ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი, მაგრამ ძალის გამოყენება არ მჭირდება. არ მინდა ძალის გამოყენება" - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის შესაძენად მოლაპარაკებების დაწყება სურს. ამასთან, პრეზიდენტმა დანიის მთავრობა გააფრთხილა, რომ თუ ის გრენლანდიას აშშ-ს არ დაუთმობს, ამერიკა ამას "დაიმახსოვრებს".

ტრამპი თავის გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ აშშ "ამ გიგანტური მიწის მასის" დაცვას ევროპაზე უკეთ შეძლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდიის ხელში ჩაგდება NATO-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ პირიქით ეს ალიანსის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ტრამპმა მეორე მსოფლიო ომის დროს დანიის გერმანიის წინაშე სწრაფი დამარცხება იმის მტკიცებულებად მოიყვანა, რომ ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი აზრი, რომ გრენლანდია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია და ის აშშ-ს ძირითად ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.

კომენტარები